Monday, December 22, 2014

12 რჩევა რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ

12 რჩევა რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ

გუშინ ჯო კოკერი გარდაიცვალა. ამ ამბავმა ძალიან დამწყვიტა გული და საბოლოოდ მიმიყვანა იმ აზრამადე რომ ერთხელაც ჩემი რიგიც მოვა (სიკვდილის რიგი ერთდაერთია, რომელსაც ქართველები ვიცავთ, მეტიც, ურიგოდ წასვლის გაგონებაც არ გვსურს). ამიტომ მე როგორც ჩემს შემდგომ დარჩენლებზე უანაგაროდ მზურნველმა გადავწყვიტე რამდენიმე თხოვნა დავტოვო:
1. როცა დაგტოვებთ, ძალიან გთხოვთ ნუ დააყენებთ ჩემს სურათს პროფილის ფოტოდ, მეტიც კარგი იქნება თუ ჩემი პროფილიდანაც ჩამოხსნით (პაროლს და ლოგინს ანდერძში ჩავწერ)
2. ნუ დააყენებთ თქვენი პროფილის ფოტოდ შავ კვადრატს, ვინაიდან მალევიჩი ვინც ეს კვადრატი დახატა კაი ხანია მოკვდა და თუ მე მგლოვობთ რა შუაშია მალევიჩი?! (ეს ელემენტარულია ვატსონ)
3. ნუ მოყვებით ვაი-ვიშს, ვინაიდან ყველამ იცოდით რომ ეს დღე დადგებოდა
4. ნუ დაასტატუსებთ - მენატრებიიიიიიი :( შე დალოცვილო თუ გენატრებოდი, თვეები გადიოდა და არ მკითხულობდი და ახლა მოგენატრე?! ეს სიცოცხლეშიც შეგიძლიათ მითხრათ
5.  "ნატოში" რომ შევალთ ნუ დაწერთ - "საწყალი როგორ ოცნებოდა ამ დღეზე", ვინადიან შეიძლება ვიღაცამ დააგინოს მაშ მტყუნისო და შეგეწერებათ
6. ნუ დაწერთ: საწყალი, საცოდავი და სხვ. ამას აჯობებს დაწეროთ: "აბა რა ეგონა?!", "მეეხაზა", "არადა გუშინ ვნახე იცინოდა" (ეს სტანდარტული ტექსტია). ჩემს შემთხვევაში არ გამოდგება - ღმერთსაც კარგები უნდა თავისთვის,
7. არ დაწეროთ -არ მჯერაააა -  ეგრე არ ჯერათ ჰიტლერის ფანებს რომ ჰიტლერი მოკვდა და ამიტომ ამ ფანებს ყველა გიჟად მოიხსენიებს და გინდა გიჟის იარლიყი?!
8.  სისულელეა დაწეროთ - 40 დღე გასულა:((( -  რა არ იცოდით რომ გავიდოდა?! არ თქვათ ახლა შენმა სიკვდილმა სათვალავი აგვირიაო, რადგან მე მაინც ვერ გავიგებ და ქულები არ ჩაგეწერაბთ
9. ნუ დაწერთ - როგორ დააკლდები სურამს -  ეს იქნება სიცრუე, ვინაიდან 3 თვეა სურამში არ ვყოფილვარ და რეალურად ახლა ვაკლივარ, თორემ გარდაცვალების მერე სამუდამოდ იქ ვიქნები.
10.  ნუ დაიხოკავთ სახეს, რადგან შეიძლება გაგირთულდეთ ნახოკი, მერე დაგჭირდებათ მკურნალობა, რომელსაც დაზღვევა ვერ აგინაზღაურებთ, სავარუდოდ შეგხვდებათ ცუდი ექიმი და პროცესი კიდევ უფრო გართულდება, მოკლედ ჩემი ცოდვები არ მეყოფა თქვენი სახეც რომ არ ამკიდოთ?!
11. ნუ დაიბნევთ გულზე ჩემ ფოტოს, ვინაიდან ვარ ძალიან არა ფოტოგენური და უცხო ადამიანი რომ თავლს მოკრავს იტყვის - აქამდე რატომ იცოცხლა?! - სავარუდოდ ეს ნათქვამი თქვენ გეწყინება
12.  ნუ დამელოდებით სიზმრად ვინაიდან ღამე სიარული არასოდეს იყო ჩემი საყვარელი საქმიანობა, თანაც თქვენ ხართ ბევრნი და მე ერთი და რამდენს უნდა გაგწვდეთ?
მოკლედ ესაა მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ რა უნდა გააკეთოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ, თუმცა არაა გამორიცხული რომელიმე თქვენგანს გავასწრო სურათით ხელში.
მიყვარხათ და გოცნით თქვენი ლადო <3
დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ <3

No comments:

Post a Comment