![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjw3wddNx2R4xN_NiiFhw80rfz3GQ_g72g9htFLfNw5BtMntWI2f9jFUAmj9tExsFLPDJPFS1oHhPFDeiWcAJMd9c9BhueYjjXVyFgDbXpacyIPOsrYUR_19UwM-EZlkotO5X0qpAMP6DNI/s1600/185988_159091900811748_6944216_n.jpg)
პირველად
სწორედ კარებთან ვიგრძენი რომ გავიზარდე, მამიდასთან გამიშვეს მარტო. ჭიშკარი რომ გავაღე,
თითქოს უკვე გაზრდილი გავედი გარეთ.
სურამში
ჩასულს პირველი სწორედ ის მეგებება. ასე მგონია მიღიმის, სანამ მივალ და გავაღებ ცმუკავს,
თითქოს უნდა ყველა გააგებინოს სიხარული. მერე სახელურს ჩამოვწევ და ესეც ამოიდგავს
ხმას - ჭრრრრრრრ ,მაგრამ ასე მგონია ამბობს
- ლადო მოვიდა და გამოდით შეეგებეთო. ეს ოხერი მარტო ჩემზე რომ ამბობდეს ვიტყოდი
მე ვუყვარვარ და მაგიტომ აკეთებს ამას, მაგრამ არაა, ყველაზე ასე იქცევა ჯერ უყურებს
მომსვლელს და მერე - ჭრრრ და ყველას გვეუბნება - ნახეთ თქვენზე პირველმა გავიგე სტურმის
მოსვლაო.
ცოტა
დაბერდა, ალაგ-ალაგ ჟანგიც მოეკიდა, ალბათ ერთ დღეს მის ადგილას სხვა ჭიკარი გაჩნდება,
რომელიც თანამედროვე იქნება, ალბათ ლამაზიც, ჩუმიც და უფრო ფერადიც, მაგრამ ის ვერასოდეს
ისწავლის - ჭრრრრრ-ს რომელიც ყველაზე ტკბილია, ჩემთვის ერთ-ერთი ის ხმაა, რომელიც ბავშვობიდან გვერდში
მომყვება და უამრავ რამეს მახსენებს.
მახარობელიც
ბევრჯერ ყოფილა. 90-იანებში როცა მობილური ტელეფონები არ იყო, თუ მამას შეაგვიანდებოდა
ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ ჩემი ჭიშკარი იყო მაცნე იმისა რომ მამა მოვიდა. დაიჭრიალებდა
თავისებურად - თითქოს მეტყოდა: - ლადო, ბიჭო დაიძინე, მამა მოვიდაო. მეც დავხუჭავდი
თვალებს და მშვიდად ვიძინებდი. ვინ იცის ეგებ ისიც ჩვენსავით ნერვიულობდა მამას დაგვიანებას.
არცერთხელ მიკითხავს რა უჭირს ან რა უნდა, ეგებ ჭრრრ-ს გარდა ბევრი სხვა რამეც იცის?!
ჩემი
ჭიშკარი მოლაპარაკეა. უკვე დიდი, სტუდენტი მოულოდნელად ჩავდიოდი სურამში, ისიც ხვდებოდა
რომ სიურპრიზს ვუკეთებდი ჩემებს და ცდილობდა ჩუმად გაღებულიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც
ვერ ფარავდა სიხარულს და ბოლოს აჭრიალდებოდა - ლადო მოვიდაა. უხაროდა და რა ექნა?! არასოდეს მწყენია ეს დაბეზღება. რა ქნას ასეთია
და მაგის ბრალია?!
შაბათს
სურამში მივდივარ, ჩემებმა იციან, ჭიშკარმა არა, ჰოდა დამინახავს თუ არა, ისევ აცმუკდება,
დამელოდება მერე ერთს თავისებურად დაიჭრიალებს და ყველას გასაგონად იყვირებს - გამოდით,
ლადო მოვიდა.
No comments:
Post a Comment