ძველ დროში ალწყაროს მაღლა, დაუსახლებელ ადგილას ერთი
კაცი ცხოვრობდა, რომლის დასახლებითაც დაუსახლებელი ადგილი დასახლებულ ადგილად გადაიქცა.
კაცს დიპლო ერქვა (ალბათ ბევრს ეგონება, რომ მან აიღო პირველი დიპლომი ან ეს იყო პირველი
დიპლომატი, მაგრამ ვერ მოგართვით). დიპლომ
ჭადრაკი იცოდა, ისე მაგრად თამაშობდა რომ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მოწინააღმდეგე არავინ
ყავდა, რადგან მის გარდა არვინ იცოდა ეს თამაში, თუმცა მაინც გაუჭირდა ჩემპიონობა ამიტომაც
თვლიდა რომ ღირსეულად გახდა ჩემპიონი. როგორც გამარჯვებული რუსთა ქვეყანაში მიიწვიეს.
მთელმა სოფელმა გააცილა დიპლო. რუსთა ქვეყანაში ჩასულს გაუჭირდა მარტო ყოფნა, ამიტომ
მთხოვა, ვითომ ერთი ჩემი სოფლელი ადრე წავიდა და ის დამხვდაო, თორემ მარტო ცოდო ვარო,
კაი-მეთქი ჰოდა, რუსთა ქვეყანაში ჩასულს თავის სოფლელი ჯემალი დახვდა, რომელსაც დედა
რუსი ყავდა და სხლავდა რუსთა ენას. დაიწყო ჩემპიონატი, დიპლო როგორც გამოცდილი განთესილებში
აღმოჩნდა, მაგრამ პირველივე მეტოქე ძლიერი შეხვდა. ჯემალი რაღაც მიზეზთა გამო თამაშს
ვერ ესწრებოდა და გვაინ მოვიდა თან ვიღაც ასაკოვანი ქალი მოიყვანა. ყველა თამაში დამთავრებული
იყო, მხოლოდ დიპლოს დაფაზე გრძელდებოდა ომი, მთელი ხალხი იქ იყო ძალიანდ დაძაბული დაჰყურებდნენე
დაფას, თან ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და დიპლოს გაოცებული უყურებდნენ. როცა ჯემალი მოვიდა, ეგონა რომ თამაში დასრულებული
იყო და გახარებულმა დიპლოს დაუძახა: დიპლო, დიპლო, ეს ჩემი მატია. ამ დროს დიპლოს გონება
განხევნა და თქვა ჯადოსნური სიტყვები - მატი. იმ ჩემპიონატში დიპლომ ბოლოდან მეორე
ადგილი დაიკავა თუმცა ჯემალის მოხერხებული მინიშნების წყალობით ქვეყნებს შორის ურთიერთობის
მოგვარებას დიპლომატია ეწოდა.
ვიცნობდეთ ჩვენს გმირ წინაპრებს.