
ცოტა
ხნის წინა მამაჩემმა ასეთი იდეა გამიმხილა - სურამში, კინოსწინ პატარა ქანდაკება -
ქეთინო, ზურიკო დოლიძე, პანტელოზა და ჰეიდარა. ადამიანები რომლებმა სურამს უამრავი
ლამაზი წუთი აჩქუეს. პატარა სკამზე მჯდარი ოთხეული, ისე როგორც მუდამ ისხდნენ ხოლმე.
ქეთინო ორივე მუხლზე ხელებ დაყრდნობილი, ზურიკო (გენერალი) ფეხზე შემოდებული ფეხით,
პანტელოზაც და ჰეიდარა ჩვეულად, უბრალოდ. იშვიათი იქნება ასეთი მეტყველი ქანდაკება.
ყველას გაახსენდება ამ ბიჭების საოცარი ხუმრობები, რომლის მსხვერპლი ბევრი გამხდარა და ბევრსაც უოცნებია მსხვერპლობაზე,
რადგან ამ ხალხთან ურთიერთბის საშუალება ჰქონოდა. ქეთინოს იუბილეს მიძღვნილი გაზეთი - ქეთოს პალიტრა
მსოფლიოს
არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა რომ ფეხბურთიდან გაეცილებინათ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი
არასოდეს უთამაშია. ეს სურამში მოხდა და დიდი ფეხბურთიდან ქეთინო გააცილეს. ეს იყო უდიდებულესი სპექტაკლი,რომელსაც არ ჰყოლია ერთი
რეჟისორი. ამ სპექტაკლის რეჟისორი ის სიყვარული იყო, რომელიც ყველას გააჩნდა ქეთინოსადმი
. ბუნებრივია, მთავარი აქაც ქეთინოდ გახლდათ, რომელმაც ბოლომდე გაითავისა ვარსკვალვის
ამპლუა, რომელსაც დიდი ფეხბურთიდან აცილებენ, თუმცა ის ძალიან თავმდაბალი ვარსკვლავი
იყო. სიცოცხლის ბოლომდე ასეთი დარჩა, უწყინარი, კეთილი და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული.
სიცოცხლის
ბოლოს სკოლიდან მომავალს, ”შავბოგირზე” მხვდებოდა ხოლმე. სკამი ჰქონდა მოტრიალებული,
მის ზურგზე ხელები შემოწყობილი. დამინახავდა
და შორიდანვე დამიზახებდა: სადაა მამაშენი, შენ მამას მივაფსი მე! მერე ჩამიხუტებდა,
მეტყოდა რომ ვუყვარდი და მამაჩემთან (რომელიც იმ დილით უკვე ნანახი ყავდა და მეორე
დილითაც უსათუდო ნახავდა) დამაბარებდა - საქმე მაქვს და მნახოს. ქეთინოს ყველა ნახულობდა,
ის დიდი განძი იყო რომელიც ღმერთმა სურამს უბოძა
...
მე ვიცნობდი ქეთინოს
![]() |
მამა, ქეთინო, ზურიკო ბიძია, სოფო და მე <3 |
No comments:
Post a Comment