ძველ დროში ერთი კაცი იყო, სახელად ლი. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც მაღალი და არც დაბალი, არც თეთრ რაშზე მჯდომი და არც ფულით გაზულუქებული. მხოლოდ ერთი რამ იცოდა - მიზანში სროლა. გამორიცხული იყო მიზნისთვის აეცდინა. მაშინ ამბობდნენ: ეჰ, ტყვია მაინც იყოს გამოგონილი ვიტყოდით - ტყვიას ტყვიაში აჯენსო, მაგრამ ტყვია არ იყო და შესაბამისად ვერც ამბობდნენ. ლის ერთი გოგო უყვარდა, სახელად ნუნუ, ამბობდნენ ნუნუსაც უყვარდაო, მაგრამ ფული უფრო აინტერესებდაო, ამიტომ გვერდით სოფელში მცხოვრებ ჯაბას გაყვა. იდარდა ლიმ, მაგრამ რა ექნა?! ”პროფილი” არ იყო რომ გული გადაეშალა და შეწყვიტა დარდი. ერთ დღესაც მეფემ მიზანში სროლაში შეჯიბრი გამოაცხადა. პრიზად დიდი ფული იყო,როცა გაიგეს ლიც იღებს მოანწილეობას ყველამ უარი თქვა და ასე, სროლის გარეშე გახდა გამარჯვებული და იმ არე-მარეში ყველაზე მდიდარი კაცი შეიქმნა. გაუხარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. სახლში რომ დაბრუნდა, საძინებელი გააღო და ლოგინზე მწოლიარე, დედიშობილა ნუნუ დახვდა, რომელმაც მიბნედილი თვალებით უთხრა: მჭედე ლი...როგორც გითხარით ლი არასოდეს აცდენდა მიზანს.
...ლის ნუნუსგან ძველი წყენა და ხელისკვრა არ ჰქონდა დავიწყებული, ამიტომ გაბოზების ამბავი გაუბაზრა და იმის მერე ვინც კი ნუნუს დაინახავდა ყველა ამბობდა - მჭედე ლი, მჭედე ლი. გამოხდა ხანი და იმ სოფელში, თუ ვინმეს რამის დაჭედება, უნდოდა ყველა სიცილით ამბობდა - მჭედე ლი, ხოლო ვინც აჭედებდა მათ მჭედლები დაარქვეს.
”ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ”

No comments:
Post a Comment