
საბერძნეთში იახტა დააკავეს რომლითაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი
მოგზაურობდა. კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ გვაცოდებდა თავს, ისე მიჭირს
მეგობრების სარჩენი გავხდიო. ალბათ ყველა მეგობარმა ლარ-ლარი დადო და იახტა უქირავეს,
რომ დარდებს და კაეშანს შებრძოლებოდა, თორემ მხოლოდ ლექციებით მიღებული შემოსავალი ეყოფოდა?!
წინა კვირის უმთავრეს მოვლენად წამლებზე რეცეპტების შემოღება უნდა
მივიჩნიოთ. რატომღაც საზოგადოებამ იმ წამლებს შორის, რომელიც რეცეპტით გაიცემა ყველაზე
მტკივნეულად ის აღიქვა, რომ ”ნიმესილიც” რეცეპტით გაიცემა. კაცი არ დარჩა საქართველოში
ვინც ნიმესილს არ მისტიროდა, ეგ კი არა პარლამეტმა ფიქრიც კი დაიწყო გერბზე თუ არ გამოვსახავთ
”ნიმესილს”, ეგებ ჰიმნშიც მაინც ჩავაკვეხოთ სადმეო.
ukrainaSi kidev farsagadaa saqme. rusebi uteven, Tumca putini
ambobs aba me ra SuaSi var,
raRaceebs rom mabralebTo, vgavar me im kacs, cuds rom gaivlebs gulSio?! eვroplema
lidereba ar rogor gekadrebao, ra qnan zamTari modis da sicivesTan Caxutebas
vovasTan ჩaxuteba urCevniaT. Tu Cven moZme ukrainelebma
martamde gaZles, mere daTbeba da momaval sicivemde egeb rame qnas evropam.
manamde me minda ramiT wavaSvelo xeli ukrainelebs, cota xnis win mecnierebma
gaavrceles informacia, rom dedamiwas astroidi uaxlovdeba hoda, batono Tu
qalbatono asteroido, esaa kremlis koordinatebi da iqneb mixvide da moikiTxo,
Tumre gulisfancqaliT gelian - კრემლის კოორდინატებია - 55°45′ ჩ. გ. 37°37′ ა. გ. / 55.750° ჩ. გ. 37.617° ა. გ.
ნატოს უელსის სამიტზე, ოქროს ბარათი მოგვცეს. რაზეც ”ნაციონალური
მოძრაობის” წევრებმა თქვს, ჩვენ დროს რომ გვაძლევდნენ ”მაპზე უკეთესს” ის ჯობდაო, თუმცაღა
რით ჯობდა არ ამბობენ, სიტყვაზე გვენდეთო. რომელი თავმოყვარე ქართველი არ ენოდბა ”ნაციონალურ
მოძრაობას” სიტყვაზე?!
წინა კვირას ანაკლიაში მიმდინარე კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი
დასრულდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა ქართველობა ვერ წაგვართვეს და ისევ ჩვენ დაგვრჩა
გასულ კვირას პრემიერი გამოვიდა ინიციატივით რომ გარემოს დაბუნძურებაზე
კონტროლი უნდა გამკაცრდეს (მგონი ეს ის იშვიათი ინიციატივაა, რომელსაც ოპოზიციაც და
უმრავლესობაც მხარს უჭერს). თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მაშინ სტადიონების
მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება მზესუმზირის გაიყდვა და წარმოიდგინეთ მზესუმზირამ
რომელმაც კომუნისტურ რეჟიმს გაუძლო, უნახავს ლივერპულის, ჰამბურგის, ფეინოორდის, ბოლნისის
”სიონის” და სხვთა თამაშები უნდა აიკრძალოს?! მგონი ქართველობის ის პროცენტი რაც კაზანტიპით ვერ
წაგვართვეს ამ გადაწყვეტილებით გვართმევენ - მზესუმზირას
ჰო, სხვა რა გითხრათ?! რეზო ამაშუკელმა ისევ გაავრცელა მიმართვა,
შალვა ნათელაშვილი ისევ ითხოვს რომ ქვეყანა ვანდოთ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ისევ სათოფეზე
არ ეკარება თავის ქვეყანას, არადა ამბობს მენატრებაო, ვითომ იტყუება?!
No comments:
Post a Comment