Saturday, September 29, 2012

შიშის წამალი



დიდი არა ვარ. 26 წლის ვარ. ვცდილობ ადამიანურად ვიცხოვრო. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა. არ ვმალავ, რომ მშიშარა ვარ. მეშინია მარტოობის, მეშინია, ზოგეჯრ სიბნელისაც შემშინებია, სიკვდილისაც მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად უსაქართველობის მეშინია. 26 წლის მანძილზე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს გარეშე. ზემოთხსენებული შიშის განცდა ბოლო დღეებია ამეკვიატა. ვიცი ჩემზე ბევრად მაგარი ხალხი გადახვეწილან საქართველოდან და ნოსტალგიით გარდაცვლილან კიდეც, მაგრამ არ მინდა მეც მათი ხვედრი გავზიარო. მინდა ჩემ საქრთველოში ვიყო, მიხაროდეს ქართველობა, მიხაროდეს იმის განცდა, რომ ჩემ ქვეყანას მშიშარაც ვჭირდები, მიხაროდეს, რომ ჩემ ქვეყანას ნენეს ვუზრდი, მიხაროდეს, რომ ჩამოსულ უცხოელს ისევ, სვეტიცხოველის მშვენება გაოცებს  და არა ჩემი თანამემულის უმსგავსობა;
კიდევ ვიმეორებ, რომ მშიშარა ვარ, თუმცა ყველა ჩემნაირი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება მომენტები, როცა შიშის დრო მთვარდება (შეიძლება უფრო უარესი საშიშროების შიშით). დღეს მართლა აღარ მეშინია. 26 წლის მანძილზე პირველად ვიგრძენი რომ საქართველოს ძალიან ვჭირდები. ვჭირდები ისეთი როგორც ვარ. თანაც ბევრს არ ითხოვს ჩემგან ჩემი ქვეყანა, მხოლოდ ქართველობას, მეტს მართლა არფერს. არასოდეს მიოცნებია გმირობაზე და არც მაქვს ამის პრეტენზია, მეტიც თავიდანვე ვთქვი, რომ მშიშარა ვარ, მაგრამ დღეს ჩემს შიშზე ქართველობამ გაიმარჯვა.
მე, ჩემმა ოჯახმა გამზარდა ქართველად. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემ სიცოცხლეზე უპირატესი საქართველო იყო. ამიტომაც გავიმარჯვე ჩემ შიშზე და დღეს ჩემი ქვეყნის გვერდით ვდგები. ვხდები ის უბრალო ჯარისკაცი, რომელსაც მხოლოდ ქართველობა ევალება.
მინდა 26 წლის შემდეგ ჩემ ნენეს ვუთხრა, რომ ერთხელ საქართველოს მეც გამოვადექი, რომ ერთხელ ნენეს მამამ შიში ყველაზე უტყუარი საშუალებით, ქართველობით დაძლია.